კალათბურთი

14:56 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმი”   ნახევარფინალშია

საქართველოს თასის მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა, სადაც მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,ბათუმი“ ,,ოლიმპს“ დაუპირისპირდა. ფავორიტად მიჩნეულმა ზღვისპირელებმა 79:73 შეძლეს მეტოქის დამარცხება და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

აღნიშნული შეხვედრა ,,ბათუმის“ უპირატესობით დაიწყო. აკაკი დვალიშვილისა და უკრაინელი ლეგიონერების კარგი თამაშის წყალობით პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 13 ქულის სხვაობით 46:33 დაწინაურდნენ. ეტყობა, მათ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება და თავს მოდუნების უფლება მისცეს. ამით ისარგებლა მეტოქემ და მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა ( 61:65). შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი დასკვნით მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. ,,ბათუმმა“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. როგორც უკვე ავღნიშნეთ , მან დაამარცხა მეტოქე და ,,სოხუმისა“ და ,,რუსთავის“ შემდეგ მესამე გუნდი გახდა, რომელიც ნახევარფინალში იასპარეზებს.

ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა შეიტანა, რომელმაც 30 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სტუმართა შორის თავი გამოიჩინა ამერიკელმა ლეგიონერმა უკანახაზელმა ჯერემი ბაინუმმა, რომელიც დვალიშვილს სამი ქულით ჩამორჩა, მაგრამ მისმა გარჯამ ,,ოლიმპს“ ვერ უშველა.

,,ბათუმი“- ,,ოლიმპი“ 79:73

( 24:15, 22:18, 19:28, 14:12 )

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176333