ჭადრაკი

13:17 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი ათეულს მიღმა

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ქართველ ნინო ბაციაშვილს (2485) 4.0 ქულა გააჩნია და 14 მონაწილეს შორის მე-11 ადგილზე იმყოფება.

Tata Steel Challengers 2016-ის მე-9 ტურში ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით რუს მიხაილ ანტიპოვთან (2567) დამარცხდა და დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ნინოს მორიგი მეტოქე რუსი ალექსეი დრეევი (2644) იქნება, რომელიც 6.0 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

ვეიკ-ან-ზეეს ტურნირის 2 ლიდერი ჰყავს. ესენი აზერბაიჯანელი ელტაჯ საფარლი (2653) და ინდოელი ადჰიბან ბასკარანი (2653) არიან, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულაა.

0.102903