ფეხბურთი

12:31 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ლიგის თასის ფინალშია (+VIDEO)

ინგლისის ლიგის თასის პირველი ფინალისტი “ლივერპული” გახდა. “მესისაიდელებმა” განმეორებით მატჩში გულშემატკივრები ანერვიულეს და “სტოკი” მხოლოდ პენალტების სერიაში დაამარცხეს.

იურგენ კლოპის გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად 1:0 მოიგო, განმეორებით შეხვედრაში კი “სტოკმა” მარკო არნაუტოვიჩის პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლის წყალობით, თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

მომდევნო 30 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში “ლივერპულმა” 6:5 იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ლივერპულელთა მეტოქე 27 იანვარს გაირკვევა. “ეტიჰადზე” ერთმანეთს “სიტი” და “ევერტონი” დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა “კანფეტებმა” 2:1 მოიგეს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა
0.250197