ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა, მისმა “დალასმა” კი “ლეიკერსი” სტუმრად 92:90 დაამარცხა.
ამერიკული მედიის ცნობით, ზაზას ტრავმა სერიოზულიარ არის და ქართველი კალათბურთელი გუნდს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. “ლეიკერსთან” მატჩში ფაჩულია თავის გუნდს “დალას მავერიკსის” მფლობელ მარკ კუბანთან ერთად ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, 90:90-ზე მატჩის ბოლო წამზე გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი დირკ ნოვიცკიმ ჩააგდო. მატჩში ყველაზე მეტი 18-18 ქულა “დალასის” გამთამაშებელმა ჯეი ჯეი ბარეამ და “ლეიკერსის” კალათბურთელმა კლარკსონმა ჩააგდეს.
“დალასი” 26 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.