ვეტერან ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “კრისტალ პალასში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 31 წლის აფრიკელი ფორვარდი, რომელიც ბოლოს ლონდონის “ტოტენჰემში” ირჯებოდა, ახლა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და მისთვის ჩვეული ნომერი – 25 მოირგო. კონტრაქტი ძალაში სეზონის ბოლომდე იქნება.
ადებაიორს აქამდე ინგლისში “არსენალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემის” ღირსება წარმატებით დაუცავს. გარდა ამისა, ემანუელს ფრანგულ “მონაკოსა” და მადრიდის “რეალში” უთამაშია, ტოგოს ეროვნული ნაკრების მაისური ადებაიორს 19 მატჩში მოურგია და მეტოქეთა კარში 11 გოლი გაუტანია.