ჭადრაკი

23:59 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუას პირველი ჩემპიონობა

საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ტაი-ბრეიქები საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის.

ორი 15-წუთიანი პარტიისგან შემდგარ მატჩი ჯოჯუას და თორნიკე სანიკიძეს შორის, ანგარიშით 2:0 დასრულდა მომავალი ჩემპიონის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ჯოჯუამ ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება პირველად მოიპოვა.

მესამე ადგილზე ლელა ჯავახიშვილის დამარცხების შემდეგ, მერაბ გაგუნაშვილი გავიდა.

გამარჯვებულები ასე დაჯილდოვდნენ:

I ადგილი – 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი

II ადგილი – 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი

III ადგილი – 3 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 500 ლარი

IV ადგილი – 2 500 ლარი

ამასთანავე, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება, I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი 2016 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121657