ჭიდაობა

1:07 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელები ვები ემრეზე უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებენ

30-31 იანვარს სტამბული რიგით 34-ე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს (ვები ემრეს და ჰამიტ კაპლანის სახელობის) უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ტრადიციულად შეჯიბრებაზე ქვეყნები უძლიერესი შემადგენლობებით ასპარეზობენ. გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრებია, რომელიც სტამბოლში 35 ფალავანს წარადგენს. თურქეთში შეკრებაზე იმყოფება 23 წლამდელთა ნაკრები, რომლის ლიდერებიც ტურნირზე იასპარეზებენ, დიდების ნაკრები კი სტამბულში 28 იანვარს ჩაფრინდება.

59 კგ – რევაზ ლაშხი, ირაკლი შავაძე, მურად მიქელაძე, რამაზ სურმანიძე, გოდერძი დავითაძე, გიზო მელაძე.

66 კგ – გიორგი კურტანიძე, ანტონ მამაგეიშვილი, გიორგი დავითაია, ხვიჩა ჭითავა.

71 კგ – გიორგი ჯავახია, შმაგი ბოლქვაძე, ბაკურ გოგოლი.

75 კგ – გიორგი დათუნაშვილი, მინდია წულუკიძე, მანუჩარ ცხადაია, ილია გულბათაშვილი, გელა ბოლქვაძე.

80 კგ – ნიკოლოზ კელასოვი, თორნიკე ძამაშვილი, ზურაბ დათუნაშვილი, ლაშა გობაძე.

85 კგ – რობერტ კობლიაშვილი, მათე სოფაძე, ვლადიმერ გეგეშიძე, გიორგი ცირეკიძე, შალვა ხაჩიძე.

98 კგ – რევაზ ნადარეიშვილი, ვასილ იმერლიშვილი, მიხეილ ქაჯაია, ლევან ყურფარაშვილი, ნიკოლოზ კახელაშვილი

130 კგ – ლევან არაბული, სანდრო დიხამინჯია, ბექა კანდელაკი.

მთავარი მწვრთნელი: ბედი დარჩია.

მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვაჟა-ბოძაშვილი.

მსაჯი: რუსლან დარსანია.

30 იანვარს 59, 71, 80 და 98 კგ. კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ, 31 იანვარს კი დარჩენილი 66, 75, 85 და 130 კგ-ის წარმომადგენლები.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123542