მადრიდის “რეალის” შემტევმა გარეთ ბეილმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. როგორც ესპანური კლუბის საიტი იტყობინება, უელსელი ნახევარმცველი ჯერ ინდივიდუალურად ემზადება და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება, თუმცა როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით უცნობია.
ბეილი ხიხონის “სპორტინგთან” ესპანეთის ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩში (5:1) დაშავდა, რის გამოც “ბეტისთან” შეხვედრა გამოტოვა.
26 წლის უელსელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.