ფეხბურთი

15:05 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ახალ მწვრთნელს ხვალ წარადგენს

თბილისის “დინამომ” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იურაი იარაბეკის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 53 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ახალი მწვრთნელის წარდგენა 27 იანვარს, 13:00 საათზე “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში შედგება.

თბილისელთა ახალი დამრიგებელი ბოლოს სლოვაკურ “სპარტაკ ტრნავას” წვრთნიდა.

იარაბეკი “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძეს შეცვლის, რომელიც დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცად დაინიშნა.

0.11701