ჩოგბურთი

14:30 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალკაცი ერთ გამარჯვებას დასჯერდა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე აღარ თამაშობენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. სამაგიეროდ, საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება ანა ახალკაცი.

ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის მატჩში ებრაელი შოვალ ფანანი დაამარცხა, მე-2 განთესვის მქონე თურქ აილა აკსუსთან კი 3:6, 1:6 წააგო და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.

წყვილთა ტურნირში ახალკაცი და იტალიელი არიანა კაპოგროსო ფრანგულ დუეტს (ბუალემი-ვან კაუტერი) გაეჯიბრებიან.

0.129876