ფეხბურთი

14:20 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი ცხადაძეს კონტრაქტის გაწყვეტის შესათანხმებლად შეხვდება
გია გეგუჩაძე 21-წლამდელთა მთავარ მწვრთნელად დაამტკიცეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე პირადად შეხვედრას და მოლაპარაკებას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება კობიაშვილმა დღეს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც ნაკრების მწვრთნელთა საკითხს განიხილავდნენ.

მისი თქმით, აღმასკომზე შეთანხმდნენ, რომ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტა მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს. რაც შეეხება ცხადაძის შესაძლო შემცვლელებს, ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღამსკომმა განიხილა 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის საკითხი და ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად ერთხმად დაამტკიცა გია გეგუჩაძე, რომელმაც თბილისის “დინამოს” თავკაცის პოსტი დატოვა.

0.116262