ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტადამონს” ესტუმრა და ქართველი ფორვარდის მორიგი ორმაგი დუბლის მიუხედავად, მარცხი (66:82) განიცადა.
ცქიტიშვილმა მოედანზე 34:58 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ნიკოლოზმა 11-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილს” ხუთ მატჩში ერთადერთი მოგება აქვს და 9-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზეა. ქართველი კალათბურთელის კლუბი მომდევნო მატჩს 1 თებერვალს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ალ რიადისთან” გამართავს.