ფეხბურთი

13:33 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანოკია “სამპდორიასთვის გაირჯება

იტალიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა რანოკია კარიერას გენუის “სამპდორიაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას sky sport-ი ავრცელებს. 27 წლის მცველი ლიგურიელთა რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში “სამპას” სურვილის შემთხვევაში ანდრეას გამოსყიდვა შეეძლება.

სხვათა შორის რანოკიას მომავალს “მილანს” უკავშირებდნენ, მაგრამ ადრიანო გალიანიმ ყველაფერს ცივი წყალი გადაავლო.

“რანოკია “სამპდორიაში” გადადის, ჩვენ კი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მცველს არ დავიმატებთ”, - აღნიშნა გალიანიმ.

ანდრეა რანოკია “ინტერში” 2011 წლის ზამთარში გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონამდე მუდმივად ხვდებოდა, ხოლო 2014 გუნდის კაპიტანიც იყო. წლეულს რანოკიამ “ინტერნაციონალეს” ღირსება ოდენ 10 შეხვედრაში დაიცვა და გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, “სკუადრა აძურას” მაისური მას აქამდე 16-ჯერ მოურგია.

0.115397