იტალიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და “მილანის” საკუთრებაში მყოფი სტეფან ელ შაარავი სამშობლოში დაბრუნდა. 23 წლის შემტევი სეზონის დარჩენილ ნაწილს “რომაში” გაატარებს. ამის შესახებ sky sport-ი იტყობინება. “მილანის” ექსფორვარდი უკვე იტალიაში ჩაფრინდა და იტალიურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა:
“იტალიაში დაბრუნება ემოციურია. ახლა ლაპარაკის დრო არაა და უფრო მეტად მუშაობა მმართებს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყოველივე ჩემს ხელშია”, - თქვა ელ შაარავიმ.
იმედისმომცემი თავდამსხმელი, რომელმაც სეზონის განვლილი ნაწილი ფრანგულ “მონაკოში” გაატარა, “რომაში” 2016 წლის ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს. სტეფანმა “მონაკოს” რიგებში ლიგა 1-ში 15-ჯერ იასპარეზა და გოლი არ გაუტანია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამხელა იმედებს ამყარებდნენ ამაზე მილანისტები
არა და შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში ჯერ მაინც აქვს შანსი ვნახოთ.
იმედია ათამაშდება რომში
კარგია რო ხვდება მაგდენს
ფარაონი კოლიზეუმში
მთლად შენ ხელშიც არაა :დ მთავარია ჯანმრთელად იყოს და თAმაში რო შეუძლია ყველამ ვიცით..