ფორმულა 1-ის პილოტებს სურთ, რომ 2017 წლიდან ტექნიკური რეგლამენტით, დახურული კოკპიტების გამოყენება სავალდებულო გახდეს. ჟიულ ბიანკის და ჯასტინ უილსონის დაღუპვის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) ინტენსიურად შეუდგა პილოტების თავის დაცვის საშუალებათა ძიებას და კვლევას.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ასეთი კოკპიტის საუკეთესო კონსტრუქცია „მერსედესს“ აქვს შემუშავებული. მისი პროექტის მიხედვით, პილოტის თავს მარტივი, გასახსნილი კარკასი დაიცავს, რომელსაც წინ ერთი ვიწრო საყრდენი ექნება, უკან კი - ორი. ასეთი კონსტრუქცია არც პილოტის ხედვის არეს გააუარესებს და საჭიროების შემთხვევაში, პილოტს კოკპიტის სწრაფად დატოვების საშუალებაც ექნება.
GPDA-ს (დიდი პრიზების მრბოლთა ასოციაცია) თავმჯდომარე, ფ1-ის ყოფილი პილოტი ალექს ვურცი ამ ტიპის დამცავის ტესტებზე კარგი შედეგები დაფიქსირდა და ამიტომ არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მისი დამკვიდრება გადაიდოს. ის ამასთან, მისივე თქმით, პილოტები თვლიან, რომ დამატებითი დამცავის გამოყენება უკვე 2017 წლიდან უნდა დაიწყოს.
ვურცი იმედს გამოთქვამს, რომ FIA-ს ტექნიკური კომისია, კოკპიტის დამცავ კონსტრუქციას რეგლამენტში სწორედ 2017 წლიდან შეიტანს. არაა გამორიცხული, რომ ეს ფედერაციის უახლოეს შეხვედრაზეც კი მოხდეს.







