ჩოგბურთი

1:15 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე და ჯავახიშვილი აკტობეში

ყაზახურ აკტობეში სტარტი აიღო 25-ათასიანმა საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელები გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ჩაებნენ.

საკვალიფიკაციო ბადეში მე-3 ნომრად განთესილმა ცივაძემ მე-9 რეიტინგის უზბეკ შონიქმატჯონ შოფაიზიევს 4:6, 6:3, 6:3 სძლია, ძირითად ბადეში კი თამაში სამხრეთკორეელ იონ-კიუ ლიმთან მოუწევს.

კვალიფიკაციაში ყაზახ პაველ პეტროვს 6:4, 6:3 მოუგო გიორგი ჯავახიშვილმა, რომელსაც მე-6 განთესვა გააჩნდა. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი მე-7 რეიტინგის მქონე ხორვატ დუიე კეკეზს დაუპირისპირდა და 1:6, 2:6 დამარცხდა.

0.119428