ჭადრაკი

22:55 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი მე-8 ადგილამდე დაქვეითდა

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მოთამაშე ნინო ბაციაშვილმა (2485) მე-8 ტურში შავი ფიგურებით უმდაბლესი რეიტინგის (2391) მქონე ჰოლანდიელ ანნე ჰაასტთან წააგო და მეოთხედან მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბაციაშვილს მიხაილ ანტიპოვის (რუსეთი, 2567), ლივიუ-დიტერ ნისიპეანუს (გერმანია, 2679), ჯორდენ ვან ფოორესტის (ჰოლანდია, 2541) და სამუელ სევიანის (აშშ, 2578) დარად, 4.0 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე დამატებითი მაჩვენებლებით იყოფა.

6.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი ადჰიბან ბასკარანი (2653) გახლავთ, მეორეზე აზერბაიჯანელი ელტაჯ საფარლია (2653) 6.0 ქულით, მესამე კი რუსი ალექსეი დრეევი (2644) გახლავთ 5.5 ქულით.

თატა შტეელ ჩჰალლენგერს 2016-ზე 25 იანვარი დასვენების დღე გახლდათ, 26-ში კი მე-9 ტურის პარტიებია. ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ – რუს მიხაილ ანტიპოვს (2567) ეთამაშება.

0.128819