საქართველოს ჩემპიონი გორის „დილა“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას თბილისში 30 იანვარს დაასრულებს და 31 იანვრიდან 12-დღიან შეკრებაზე თურქეთში გამგზავრება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, უჩა სოსიაშვილის გუნდი საკურორტო დაბა ბელეკში დაბანაკდება, სადაც ექვს ამხანაგურ მატჩს გამართავს. სპარინგპარტნიორები მოგვიანებით დაზუსტდება.
„დილამ“ თბილისში შეკრება 18 იანვრიდან დაიწყო, გუნდმა ერთი შეხვედრა უკვე გამართა - „ცხინვალთან“ 1:0 იმარჯვა, თურქეთში გამგზავრებამდე გორელები 27 იანვარს ბოლნისის „სიონს“ გაეჯიბრებიან, 30 იანვარს კი „სამტრედიასთან“ მოსინჯავენ ძალებს.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ "დილა" 35 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება.