“ავსტრალიის ღია პირველობის”1/8-ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი 6:4, 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. მესამე სეტში ბრიტანელმა ტაი-ბრეიკი 7:4 მოიგო.
ენდიმ 18 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბრიტანელმა 13 შესაძლებლობიდან ექვსი ბრეიკი შეასრულა.
ტურნირის 1/4-ფინალში მარეი ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება. ფერერმა 1/8-ფინალში თავის მხრივ ჯონ ისნერს 6:4, 6:4, 7:5 აჯობა.
“ავსტრალიის ღია პირველობის” საპრიზო ფონდი 44 მილიონ ამერკულ დოლარს შეადგენს.