ფეხბურთი

17:41 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ნაკრების მწვრთნელებზე 26 იანვარს იმსჯელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 26 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება.

აღმასკომის უმთავრესი განსახილველი საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა საკითხი იქნება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 23 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღმასკომის უახლოეს სხდომაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხი დადგება.

0.11851