24 იანვარს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. VI ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.
დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებებით დაიწყო. პირველები პარკეტზე ბანკი რესპუბლიკისა და თეთრი ქუდის გუნდები გავიდნენ. „სოკოებმა“ წინა ტურის მსგავსად ახლაც მოახერხეს გულშემატკივართა გაკვირვება და ერთი შეხედვით ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან დამაჯერებელი ანგარიშით 4-0იმარჯვეს.
სამი ქულის მოპოვება შეძლო თბილისის მერიის გუნდმა, რომელმაც ბი პი ჯორჯიას სძლია 5-2.
ტურის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება უდაოდ ბაქსვუდისა და ალიანს საქართველოს გუნდებს შორის გაიმართა. ბაქსვუდელთა დამაჯერებელი დასაწყისის შემდეგ (2-0), მათმა მეტოქემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო შემდეგ ორი ბურთით დაწინაურდა კიდეც. მიუხედავად უპირატესობისა და არაერთი საგოლე მომენტისა ბაქსვუდის ფეხბურთელებმა მხოლოდ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს. საბოლოოდ 4-3 ალიანს საქართველოს სასარგებლოდ.
დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა, ვითიბი ბანკმა, რომელმაც ავერსი დაამარცხა 3-0.
მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ საქრუსენერგო აღმოჩნდა. საინტერესო დაპირისპირება ფრედ, 3-3 დასრულდა. მიუხედავად ამისა, „მედიკოსები“ კვლავაც ინარჩუნებენ სატურნირო ცხრილში ლიდერობას.
24.01.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური
ბანკი რესპუბლიკა - თეთრი ქუდი 0-4
თბილისის მერია - BP GEORGIA5-2
ბაქსვუდი - ალიანს საქართველო 3-4
ვითიბი ბანკი - ავერსი 3-0
ტატიშვილი - საქრუსენერგო 3-3
ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო), ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 12, ავთო ბუიღლიშვილი (ალიანს საქართველო), ნოდარ მაჭავარიანი (ვი თი ბი) - 6
საინტერესოდ წარიმართა VI ტურის შეხვედრები ოქროს ლიგაშიც.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ვესტ ინვესტის დაძაბული დაპირისპირება, „ტრანსპორტელების“ დამაჯერებელი გამარჯვებით 4-1 დასრულდა.
მოულოდნელი, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა კრედომ, რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და აქამდე უდანაკარგო საქართველოს ფოსტა დაამარცხა 5-1.
ასევე მოულოდნელი შედეგით დასრულდა შარშანდელი ფინალისტების, ნატახტარისა და ევროპაბეთის დაპირისპირება. წლევანდელი გათამაშების ფავორიტისა და აუტსაიდერის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს “ბუკმეიკერების“ მიერ მოპოვებული პირველი ქულაა.
ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება მომდევნო კვირას, 31 იანვარს გაიმართება - ერთმანეთს GWP და პატრული ეთამაშებიან.
24.01.2016. ოქროს ლიგა. VI ტური
TTC – ვესტ ინვესტი 4-1
კრედო - საქართველოს ფოსტა 5-1
ნატახტარი - ევროპაბეთი 1-1
ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) – 15, ზურა ცერცავძე (კრედო) – 6, კახაბერ გოგოხია, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი), ლაშა ჯოხაძე (საქ. ბანკი), ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 5
კვირას გაიმართა ტურის გამორჩეული ფეხბურთელების ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონიალიც.
ვერცხლის ლიგის V ტურის საუკეთესო ფეხბურთელად „თეთრი ქუდის“ ლიდერი, გელა გუკასიანი დასახელდა, რომელსაც Apple City-ს სპეციალური პრიზი გადაეცა.
რაც შეეხება ოქროს ლიგის V ტურის გამორჩეულ ფეხბურთელს, ეს წოდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემტევს, კოტე ოდიკაძეს ერგო. მას დ. ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრისგანსარეაბილიტაციო პროცედურების ერთ თვიანი ვაუჩერი გადაეცა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”,“წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური