ფეხბურთი

12:29 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail: ვან გაალის ნაცვლად გიგზი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის ბედს, “საუთჰემპტონთან” პრემიერლიგის 23-ე ტურში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ბრიტანული პრესა გადაწყვეტილად მიიჩნევს.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ჰოლანდიელ სპეციალისტს უახლოეს პერიოდში სამსახურიდან დაითხოვენ და მის ადგილს რაიან გიგზი დაიკავებს, რომელიც ამჟამად ვან გაალის თანაშემწეა. ამავე წყაროს ინფორმაციით, 42 წლის უელსელი კლუბის ხელმძღვანელობას დროებით მწვრთნელობაზე არ თანხმდება და ის გუნდს იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ცნობილია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიოც.

მანჩესტერელები პრემიერლიგის 23 ტურში მოპოვებული 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან ზონას 5 ქულა აშორებთ, ლიდერ “ლესტერს” კი 10 ქულით ჩამორჩებიან.

0.10497