23-24 იანვარს ხარკოვში გაიმართა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ დუნაის ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სადაც უკრაინის რეგიონების გარდა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის, მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს გუნდებმა. ჩვენმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნიკა კვინიკაძე (50), რომელმაც ფინალში თანაგუნდელი თორნიკე ქათამაძე დაამარცხა, ამირან ვახტანგიშვილი (54), გიორგი ელბაქიძე (58), დანიემ მარქარაშვილი (63), მირიან მაისურაძე (76) და სიმონ ოსკანიანი (85). მეორე ადგილი დაიკავეს თორნიკე ქათამაძემ (50), რომან აფციაურმა (63), გოგა მამიაურმა (69) და ბექა გამყრელიძემ (100). მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ გოდერძი ძებისაშვილი (54) და ცოტნე აბალაკი (58).
მეორე დღე გუნდურ შეჯიბრებას დაეთმო, რომელიც კედელი-კედელზე ფორმატით წარიმართა. აქაც საქართვლოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. თავდაპირველად, აჭარის გუნდი დაამარცხა (8:2), მეორე შეხვედრაში დონეცკის გუნდი (9:1), ნახევარფინალში ოდესის ნაკრები (7:3), ხოლო ფინალში ხარკოვი - (6:4).
გუნდს მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე იყო, მწვრთნელები კი - კახაბერ დობორჯგინიძე და ლაშა ქეთიშვილი.
www.wrestling.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია