კალათბურთი

1:07 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი უქულოდ დარჩა, ბაბილოძემ 36 ქულა მოაგროვა

ნიკა მეტრეველის ახალმა კლუბმა “პასტა რეჯია კასერტამ” იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება იზეიმა და მე-10 ადგილზე დამკვიდრდა.

კასერტელებმა სტუმრად აუტსაიდერ “მანიტალ ტორინოს” 87:83 სძლიეს, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გამოჩნდა და აქტივში ერთადერთი მოხსნა ჰქონდა. მეტრეველმა 3 ორქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

წარმატებას მიაღწია ნიკას ყოფილმა კლუბმა “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომაც”, რომელმაც შინაურ კედლებში “უმანა რეიერ ვენეციას” 55:53 სძლია.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ორლანდოელთა ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ ლევან ბაბილოძეს. სამაგიეროდ, 17 წლის მცველმა იტალიის 18-წლამდელთა ჩემპიონატში იასპარეზა და “ფორტიტუდო აგრიგენტოსთან” მოგებულ (78:74) მატჩში 36 ქულა ჩააგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063175