კალათბურთი

0:45 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითამ” ვთბ-ლიგაში მე-17 მარცხი განიცადა

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-17 მარცხი განიცადა, თუმცა, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ქართული კლუბი მოსკოვში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ცსკა-ს ესტუმრა და 62:98 (10:23, 17:24, 18:30, 17:21) წააგო.

აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ “ვითას” ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი დაუპირისპირა და ცხადია, თამაშის სასურველ ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. მასპინძლებს 20 ქულით ნანდო დე კოლომ ულიდერა, მას კი ნიკიტა კურბანოვი (16) და ივან ლაზარევი (15) მიჰყვნენ.

შეხვედრის მთელი სიმძიმე შვიდ კალათბურთელს (დავით მაისურაძის 14 წამი მხოლოდ სიმბოლურად დაეთმო) დააწვა თბილისური კლუბის მხრიდან. ნიკოლაის მაზურსის დარიგებული გუნდიდან საუკეთესო ამერიკელი ომარ ტომასი იყო 18 ქულით და 15 მოხსნით.

“ვითა” სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 1 თებერვალს, შინ, რუსული “ხიმკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119992