კალათბურთი

23:28 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

“ჩემპვილის” ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს. Asia-basket.com-მა “სკიტა” საუკეთესოთა ათეულში დააყენა და შესაბამისი განმარტებაც დაუთმო.

“32 წლის ფორვარდს დიდებული მაჩვენებლები ჰქონდა – 33 ქულა და 11 მოხსნა, თუმცა, მისმა გუნდმა “ჰოოპსთან” ოვერტაიმში 94:97 წააგო და არცთუ კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ჩემპვილს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, არადა, ცქიტიშვილი, რომელიც გუნდში სეზონის წინ დაბრუნდა, ჩინებულად გამოიყურება.

ნიკოლოზი ლიგის საუკეთესო მექულეთა შორის საშუალო 25.3 ქულით მე-3 ადგილზეა, მოხსნებში (საშუალოდ 13.3) კი მე-2 პოზიცია უკავია. არ უნდა დაგვავიწყდეს ცქიტიშვილის საშუალო 3.0 ჩაჭრა და კარგი მაჩვენებელი (52.6%) სამქულიანი სროლების შესრულებისას”.

ცნობისთვის, “ჩემპვილს” მე-5 ტურის მატჩი 25 იანვარს უწევს, როდესაც მე-6 ადგილზე მყოფ ტადამონს ესტუმრება.

0.118069