ბელგრადში გამართული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. სერბეთის ეროვნული ნაკრები ფინალში მეზობელ ჩერნოგორიას დაუპირისპირდა და გადაჭედილ “კომბანკ არენაზე” 10:8 (1:3, 2:1, 3:2, 4:2) იმარჯვა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელი უნგრეთი გახდა, რომელმაც საბერძნეთს 13:10 (4:2, 4:2, 2:1, 3:5) სძლია. ცნობისთვის, სერბეთმა, ჩერნოგორიამ, საბერძნეთმა და ხორვატიამ 2016 წლის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვეს, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, ჰოლანდია და სლოვაკეთი კი ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციაში იასპარეზებენ.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ტურნირი მე-14 ადგილზე დაასრულა, ოლიმპიადის კვალიფიკაციამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. გადამწყვეტი სლოვაკეთთან დასანანი მარცხი (9:10) გამოდგა.