ჭადრაკი

14:59 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი ჰოლანდიაში ყოჩაღობს

ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი (2485) ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. 7 ტურის თავზე ნინო მე-4 ადგილზე იმყოფება, არადა, 14 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-12 განთესვა გააჩნია.

ბაციაშვილმა უკანასკნელი 4 პარტია მარცხის გარეშე განვლო. ქართველმა მოჭადრაკემ აზერბაიჯანელ ნიჯატ აბასოვს (2556) და ჰოლანდიელი მიგელ ადმირაალს (2441) მოუგო, ჰოლანდიელ ბენჯამინ ბოკს (2607) და ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2548) დაუზავდა.

7 ტურის შემდეგ პირველ პოზიციაზე 6.0 ქულით ინდოელი ადჰიბან ბასკარანი (2653) იმყოფება, მე-2 აზერბაიჯანელი ელტაჯ საფარლია (2653) 5.5 ქულით, მას კი კვალში რუსი ალექსეი დრეევი (2644) უდგას 5.0 ქულით.

მე-8 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ბაციაშვილი შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ანნე ჰაასტს (2391) ეთამაშება, ცენტრალური კი დრეევის საფარლის პარტია იქნება.

ცნობისთვის, Tata Steel Challengers 2016 ცამეტ ტურად მიმდინარეობს და 31 იანვარს დასრულდება.

0.118931