რაგბი

18:30 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში მხოლოდ “მონპელიე” გავიდა

მეორე დონის ევროპის საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში ქართველი ლეგიონერების მხოლოდ ერთი გუნდი გავიდა. ჯამში მეოთხედფინალში ოთხი ინგლისური, ორი ფრანგული და თითო-თითო ირლანდიური და უელსური კლუბი გავიდა.

მესამე ჯგუფის დასკვნით ტურში, მიხეილ ნარიაშვილის და დუდუ ქუბრიაშვილის “მონპელიეს” კონკრეტული ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი - ინგლისური “ჰარლექუინსი”, რომელსაც მანამდე ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, პრემიალური ქულა აეღო და პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდოდა. აღსანიშნავია, რომ სხვა ფრანგული კლუბებისგან განსხვავებით, “მონპელიე” ამ ტურნირს სრული სერიოზულობით მოეკიდა, მატჩები ძირითადი შემადგენლობებით ჩაატარა, მაგრამ ჯგუფში ძლიერი მეტოქეები რომ ყავდა ორი თამაში დათმო და ბოლო ტურში მხოლოდ მეორე ადგილისთვის იბრძოლა.

ბრძოლა კი ნამდვილად შედგა. ფრანგები ლელოზე თამაშობდნენ, ინგლისელები ჯარიმებს კარში ურტყამდნენ და ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სტუმრები 9:8 იგებდნენ, მაგრამ მერე “მონპელიემ” თავისი მეორე ლელო გაიტანა და 15:9 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ლელოს დროს, ჩათვლის მოედნის ხაზთან წარმოქნილი რაქიდან ბურთი ნარიაშვილმა გაიტანა, მარჯვენა ფლანგზე მეტობა შენიშნა და ლელო ორი დროული გადაცემის შედეგად გავიდა. “ჰარლექუინსმა” მეორე ტაიმის საწყის 27 წუთში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა, მაგრამ მერე გატყდა და “მონპელიემ” 78-ე წუთზე პრემიალური მეოთხე, ხოლო ბოლო წუთზე მეხუთე ლელოც მიითვალა.

ნარიაშვილმა ინგლისელთა წინააღმდეგ სრულად ითამაშა, ბურთით 8-ჯერ შეუტია და ჯამში 8 მეტრი გაიარა, 3-ჯერ გადაცემა შეასრულა და მეტოქეები 6-ჯერ შებოჭა. ქუბრიაშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, იაზრამაზარი შავი სამუშაო შეასრულა, ბურთით ერთხელ შეუტია და 5 მეტრი იარა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. რადგან მეორე ტაიმში ბურთს ძირითადად ფრანგები ფლობდნენ, მას ბოჭვების შესრულება არ მოუწია. ერთმატჩიან მეოთხედფინალში “მონპელიე” ინგლისში “სეილ შარქსს” ეთამაშება.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში სათადარიგო შემადგენლობით თამაშობდა, პირველი ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი”. მიზნის მისაღწევად ფრანგებს ინგლისში “ნიუკასლი” უნდა დაემარცხებინათ და ამისთვის ბოლომდე ინრძოლეს, მაგრამ 23:27 დამარცხდნენ და არაფრისმომცემი პრემიალური ქულა აიღეს. აღსანიშნავია, რომ “ნიუკასლმა” ტაიმი 22:3 მოიგო, მაგრამ მერე ფრანგებმა ხასიათი გამოავლინეს და 68-ე წუთზე 23:22 დაწინაურდნენ, თუმცა 74-ე წუთზე ლელო თავადაც გაუშვეს და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

პირველი გუფი ირლანდიურმა “კონახტმა” მოიგო, რომელმაც დასკვნით ტურში დავით კაჭარავას “ენისეი” 47:5 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.

მეორე ჯგუფში გიორგი ნაცარაშვილის “პო” ფრანგულ დერბიში “კასტრთან” 7:24 დამარცხდა და ბოლო ადგილზე უქულოდ დარჩა. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მეოთხე ჯგუფში ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის “ლა როშელმა” ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორსს” უმასპინძლა, პირველი ტაიმის 6:6 დასრულების შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს და 35:11 დაამარცხეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ბაზაძე იყო, რომელმაც შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა. ფრანგებმა ორი ლელო დასკვნით 12 წუთში გაიტანეს და აქედან ბოლო საჯარიმო იყო.

მეხუთე ჯგუფში თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და გიორგი მარგველანის “აჟენი” “ლონდონ აირიშს” დაუხვდა და 17:31 დამარცხდა. თეთრაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა და მისი შეცვლისას ანგარიში 17:19 იყო, ხოლო მჭედლიძე შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა. ფრანგებისთვის ამ თამაშის შედეგს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხოლო “ლონდონ აირიში” პრემიალური ქულით მოგების შედეგად მეოთხედფინალში მეორე ადგილით (17 ქულით) გავიდა.

2015/2016 წლების ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. VI ტური

I ჯგუფი

კონახტი (ირლანდია) - ენისეი (რუსეთი) 47:5

ნიუკასლი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი) 27:23

1.

კონახტი (ირლანდია)

6

4

0

2

147:96

19

3

2.

ნიუკასლი (ინგლისი)

6

3

0

3

137:97

16

4

3.

ბრივი (საფრანგეთი)

6

3

0

3

114:88

16

4

4.

ენისეი (რუსეთი)

6

2

0

4

63:180

8

0

II ჯგუფი

სეილ შარქსი (ინგლისი) - ნიუპორტი (უელსი) 38:5

კასტრი (საფრანგეთი) - პო (საფრანგეთი) 24:7

1.

სეილ შარქსი (ინგლისი)

6

5

0

1

154:78

23

3

2.

ნიუპორტი (უელსი)

6

4

0

2

151:117

20

4

3.

კასტრი (საფრანგეთი)

6

3

0

3

124:136

15

3

4.

პო (საფრანგეთი)

6

0

0

6

68:166

0

0

III ჯგუფი

კარდიფ ბლუზი (უელსი) - კალვიზანო (იტალია) 74:6

მონპელიე (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 42:9

1.

ჰარლექუინსი (ინგლისი)

6

5

0

1

225:123

25

5

2.

მონპელიე (საფრანგეთი)

6

4

0

2

221:116

20

4

3.

კარდიფ ბლუზი (უელსი)

6

3

0

3

229:131

17

5

4.

კალვიზანო (იტალია)

6

0

0

6

39:344

0

0

IV ჯგუფი

ლა როშელი (საფრანგეთი) - ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) 35:11

ძებრე (იტალია) - გლოსტერი (ინგლისი) 11:14

1.

გლოსტერი (ინგლისი)

6

6

0

0

151:86

25

1

2.

ძებრე (იტალია)

6

3

0

3

114:92

13

1

3.

ლა როშელი (საფრანგეთი)

6

2

0

4

100:127

10

2

4.

ვუსტერ უორიორსი (ინგლისი)

6

1

0

5

88:148

5

1

V ჯგუფი

აჟენი (საფრანგეთი) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 17:31

გრენობლი (საფრანგეთი) - ედინბურგი (შოტლანდია) 34:23

1.

გრენობლი (საფრანგეთი)

6

5

0

1

187:154

22

2

2.

ლონდონ აირიში (ინგლისი)

6

3

0

3

170:106

17

5

3.

ედინბურგი (შოტლანდია)

6

4

0

2

125:103

17

1

4.

აჟენი (საფრანგეთი)

6

0

0

6

98:217

2

2

მეოთხედფინალები. 7-10 აპრილი

გლოსტერი (ინგლისი) - ნიუპორტი (უელსი)

გრენობლი (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია)

ჰარლექუინსი (ინგლისი) - ლონდონ აირიში (ინგლისი)

სეილ შარქსი (ინგლისი) - მონპელიე (საფრანგეთი)

0.113807