ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელით დიდიე დეშამით დაინტერესდა. ინფორმაციას Sunday Mirror-ი ავრცელებს. 47 წლის სპეციალისტს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმთავრდება.
დეშამს საკლუბო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ფრანგი “მონაკოს”, “იუვენტუსს” და “მარსელს” თავკაცობდა.
“ჩელსის” ჩამბარებელთა სიაში დეშამის გარდა, მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე და ჩილეს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი იმყოფებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Aman evropa tu ver dado amoartyamen panchurs
აბა თქვენ იცით გამიხეთქეთ გული ბოლომდე :დდ
ჯერ ამის ფეხბურთელობა არ გაიშვა და ახლა მწვრთნელობაც :X
hidinki darches magrad tamashoben
იქიდან გაგდებაზეა საქმე მისული და ესენი სად ეპატიჟებიან.
საინტერესოა