ფეხბურთი

1:57 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდობიანი დღე აპენინზე და მჭედლიძის სანახევრო დაბრუნება...

იტალიის სერია A-ს XXI ტურის პირველმა სათამაშო დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. საქმე ისაა, რომ დღეს გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

“მილანს” კარგი შანსი ჰქონდა მეხუთე ადგილზე აღზევებულიყო, მაგრამ “როსონერიმ” ვერ ივარგა. “კარლო კასტელანიზე” გამართული თამაშის საბოლოო შედეგი სრულად ასახავდა იმას, რაც მინდორზე ხდებოდა. Fრე ამ მატჩის სრულიად ლოგიკური დასასრული გახლდათ. Aრადა, თავიდან ლუკა ანტონელის მახვილგონივრული გადაცემით კარლოს ბაკამ “მილანი” დააწინაურა, მაგრამ მერე თითქმის აღარ უტევდა და ძირითადად უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, რისთვისაც დაისაჯა – 32-ე წუთზე რიკარდო საპონარას დიდებული პასით პიოტრ ძიელინსკიმ იხეირა და ტაიმიც ფრედ დამთავრდა.

მეორე ტაიმი პირველის ანალოგი გამოდგა და ზუსტად იგივე სცენარითა და სათამაშო სურათით წარიმართა. დასაწყისშივე ლომბარდიელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, როცა ჯაკომო ბონავენტურამ ახლო მანძილიდან გაიტანა. თუმცა მალევე უბერებელმა მასიმო მაკარონემ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დამთავრებამდე 30 წუთი რჩებოდა, ტაბლოზე მდგომარეობა უცვლელი დარჩა – 2:2. სხვათა შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ “ემპოლის” განაცხადსი მოხვდა ლევან მჭედლიძე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენებურს მოედანზე გასვლა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ლევანმა ბოლოს თამაში სწორედ “მილანის” წინააღმდეგ, პირველ წრეში მოახერხა.

რაც შეეხება დღისა და მთლიანად ტურის სასტარტო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს “ფროზინონე” და “ატალანტა” დაუპირისპირდნენ, უგოლოდ დასრულდა.

“ფროზინონე” – “ატალანტა” 0:0 (0:0)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; მ. ჩიოფანი, ბლანჩარდი, აჯეტი, პავლოვიჩი; გორი, ჩიბსა (კრაგლი 87), სამარკო; პაგანინი (სოდიმო 64), დ. ჩიოფანი (ლონგო 77), დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ატალანტა” (3-5-1-1): სპორტიელო; ტოლოი, მაზიელო, კერუბინი; რაიმონდი (კონტი 78) მილიაჩო, დე რუნი, კურტიჩი, დრამე; გომესი (დიამანტე 90); მონაკელო (დენისი 74)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გაფრთხილება: გორი (30), აჯეტი (43) – კურტიჩი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 11 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 8:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ემპოლი” – “მილანი” 2:2 (1:1)

ემპოლი, “კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბარბა, ტონელი, მარიო რუი; მაიელო (კროჩე 54), ზიელინსკი (კრუნიჩი 87), ბუჩელი; საპონარა; მაკარონე (ლივაია 70), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი (ძაპატა 46), ანტონელი; ჰონდა (ბოატენგი 86), მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა, ნიანგი (ბალოტელი 67)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ბაკა (8), 1:1 ზიელინსკი (32), 1:2 ბონავენტურა (48), 2:2 მაკარონე (61)

გაფრთხილება: ბარბა (36), საპონარა (60) – ჰონდა (59), მონტოლივო (60), ბალოტელი (82), რომანიოლი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 9 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კარმინე რუსო

თეგებისერია A
0.177594