ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე კარის აღების სისტემის გამოყენება ოფიციალურად დაამტკიცა. აღნიშნული ტექნოლოგიით, გოლი ავტომატურად ჩაითვლება და გუნდებს პროტესტი აღარ ექნებათ.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სისტემა ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში დაიწყებს ფუნქციონირებას, ხოლო ევროპა ლიგაზე ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ერთი წლით გვიან, 2017/18 წლების სეზონში შეძლებენ.