“All Star”-ის შემადგენელი ნაწილი იყო სამქულიანების კონკურსი, სადაც 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალში გამოსვლის უფლება შარშანდელი “All Star”-ის სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულმა აკაკი ლომოურმა (“აკადემია”) და “ქუთაისი-2010”-ის ფორვარდმა გიგი ბარბაქაძემ მოიპოვეს, რომლებმაც 16-16 ქულაც დააგროვეს.
ფინალი უაღრესად დაძაბული გამოდგა, პირველი დაპირისპირება ფრედ 16:16 დასრულდა. დამატებითი დაპირისპირება ლომოურმა 19:15 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული.