ჩოგბურთი

16:05 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა “აუსტრალიან ოუფენის” მერვედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ოქსანა ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად “აუსტრალიან ოუფენის” წყვილთა თანრიგში ირჯება და უკვე 2 მატჩის მოგება მოახერხა.

კალაშნიკოვამ და ჰსიემ მე-4 ნომრად განთესილ უნგრულ-სლოვაკურ დუეტს (ტიმეა ბაბოში-კატარინა სტერბოტნიკი) 6:3, 4:6, 7:5 სძლიეს და მერვედფინალში მე-15 რეიტინგის მქონე ჩინურ წყვილს (იი ფან-ქსუ/საისაი ჟენგი) გაეჯიბრებიან.

აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვამ მელბურნის კორტებზე უკვე გამოიმუშავა 240 სარეიტინგო ქულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095399