ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე “All Star”-ის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და “დინამოს” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა კალათბურთში “დინამოსა” და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრ ამირან სხიერელს დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ ამირან სხიერელი არის საბჭოთა კავშირის და ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის და ევროპის თასის მფლობელი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე წელი მწვრთნელად მუშაობდა.







