ჭადრაკი

1:17 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტთა ვინაობა გაირკვა!

საქართველოს ვაჟთა 75-ე საჭადრაკო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები ძირითად რეგლამენტში დასრულდა. დავით ჯოჯუამ გუშინდელი ყაიმის შემდეგ, შავი ფიგურებით გადაითამაშა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ლელა ჯავახიშვილი და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

თორნიკე სანიკიძეს ფრეც ჰყოფნიდა ფინალში გასასვლელად. ამიტომ, მე-13 სვლაზე უკეთეს პოზიციაში ფრედ დაასრულა შეხვედრა მერაბ გაგუნაშვილთან.

23 იანვარს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო გადამწყვეტი პარტიები 24-25 იანვარს გაიმართება.

0.125844