ფიდე-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქალთა მსოფლიო გრან-პრის ეტაპის მონაწილეთა ვინაობა. მეორე ეტაპი ირანის დედაქალაქ თეირანში 10 თებერვლიდან აიღებს სტარტს და 24 თებერვლამდე გასტანს.
მონაწილეთა შორის 2 ქართველია: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ნანა გრან-პრის ტურნირების სტაჟიანი მონაწილეა. მისგან განსხვავებით ნინო მსგავსი ასპარეზობის დებიუტანტია.
თეირანის ეტაპზე იასპარეზებენ:
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი)
- ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
- პია კრამლინგი (შვედეთი)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
- ჩჟაო სიუე (ჩინეთი)
- ვალენტინა გუნინა (რუსეთი)
- ნინო ბაციაშვილი (საქართველო)
- ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)
- ნატალია პოგონინა (რუსეთი)
- სარასადატი ხადემალშარი (ირანი)