ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ AS-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ უნდა ითამაშოს “ბეტისთან” მატჩში ტრავმირებული გარეთ ბეილის ნაცვლად.
გამოკითხვაში ორი კანდიდატი გახლდათ: ხამეს როდრიგესი და ხესე როდრიგესი. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, აღნიშნულ გამოკითხვაში ქომაგების ფავორიტი კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელმაც ხმების 62.7% მიიღო.
როგორც იცით, ზინედინ ზიდანის კლუბში მოსვლის შემდეგ ხამესს ძირითადში არ უთამაშია, ხოლო წინა მატჩში ტრავმირებული ბეილის ნაცვლად, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ხესეს უხმო მინდორზე.