როგორც Sky Sports Italia იუწყება, “მილანის” საკუთრებაში მყოფი სტეფან ელ შაარავი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. წყაროს ინფორმაციით, “მონაკოში” განათხოვრებული ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით “მგლების” რიგებში გააგრძელებს, შემდეგ კი “რომა” მას გამოისყიდის.
განათხოვრების სანაცვლოდ “როსონერი” 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო საბოლოო ტრანსფერის შემდეგ კი – 13 მილიონ ევროს. მხარეები უკვე შეთანხმებულები არიან და წინააღმდეგი არც ფრანგული გუნდის.
“მილანმა” სტეფანი “მონაკოში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გაუშვა. შემტევმა ახალი გუნდის რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.