ფეხბურთი

21:39 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზარი და კოშტა “არსენალთან” თამაშს შეძლებენ

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები ედენ აზარი და დიეგო კოშტა გუნდს “არსენალთან” მატჩში დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

ბელგიელმა შემტევმა ტრავმა 3 იანვარს “კრისტალ პალასთან” მატჩში მიიღო და სამი შეხვედრა გამოტოვა. ესპანელი თავდამსხმელი კი “ევერტონთან” შეხვედრაში მსუბუქად დაშავდა და ახლა უკვე მწყობრიშია.

ლონდონურ დერბის 24 იანვარს “არსენალი” უმასპინძლებს. პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.113306