კალათბურთი

21:13 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" მესამე ლეგიონერის დამატებას აპირებს

სუპერლიგის მონაწილე "დინამო", რომელიც 2 წრის შემდეგ საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, ლეგიონერის დამატებას აპირებს.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" დინამოს პრეზიდენტმა ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

"სრულ ინფორმაციას "დინამოს" ახალი ლეგიონერის შესახებ 25 იანვარს მოგაწვდით."-გვითხრა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" უკვე ყავს ლეგიონერები, ესენი არიან ამერიკელი უკანახაზელი ებდრიუ მაკალპი და ფორვარდი დენიელ უილიამსი. სავარაუდოდ მესამე ლეგიონერიც მათი თანამემამულე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172568