მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დოდო კარიერას გენუის “სამპდორიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ლიგურიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 23 წლის ბრაზილიელი მცველი გენუაში სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ითამაშებს.
დოდო “ინტერში” 2014 ზაფხულში ჩაირიცხა და თუ შარშან 20 შეხვედრის გამართვა მოასწრო, მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია. “ინტერამდე” დოდოს კარიერაში “რომა” და მშობლიური “კორინთიანსი” იყო.