სხვა

14:42 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა მე-14 ადგილზე დაასრულეს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში მე-14 ადგილზე დაასრულა. იოვან პოპოვიჩის შეგირდებმა დასკვნითი შეხვედრა სლოვაკეთთან გამართეს და 9:10 (2:2, 2:1, 4:4, 1:3) დამარცხდნენ.

დასანანი ის იყო, საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, პირველად თამაშის დასრულებამდე 14 წამით ადრე ჩამორჩა და გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

განვლილ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს 2-2 გოლით ბექა ქავთარაძემ და მარკო ელაჩამ ულიდერეს, თითოჯერ კი თავი მარკო ელეზმა, ანდრია ბითაძემ, მიხეილ ბაღათურიამ, ზურაბ რურუამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა გამოიჩინეს.

ბელგრადში მიმდინარე ევროპირველობის მე-15 ადგილზე მალტა გავიდა, რომელმაც თურქეთს პენალტები სერიაში აჯობა.

0.118155