გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “კლიპერსი” 115:102 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე ნახევრის შუა პერიოდი გამოდგა, რის შემდეგაც კავალერია მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კრის პოლმა ჩააგდო. “კლივლენდში” 22-22 ქულით ჯეიარს სმიტი და ლებრონ ჯეიმსი გამოირჩნენ. “კლივლენდი” 30 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
“სან ანტონიომ” გასვლაზე “ფინიქსს” იოლად 117:89 მოუგო. “სან ანტონიომ” ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშა და მანუ ჯინობილის გარდა ყველამ მოახერხა მინიმუმ 4 ქულის ჩაგდება. ტეხასელთა რიგებში საუკეთესო 21 ქულით კავალი ლეონარდი გახლდათ. “სან ანტონიო” 37 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ “გოლდენ სტეიტს” ჩამორჩება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “კლიპერსი” 115:102 (28:31, 31:19, 29:22, 27:30)
https://www.youtube.com/watch?v=x06-MUMWy20
“ნიუ ორლეანი” – “დეტროიტი” 115:99 (35:27, 37:26, 18:24, 25:22)
https://www.youtube.com/watch?v=2dLxPnS3-d0
“დენვერი” – “მემფისი” 101:102 (23:37, 25:18, 29:24, 24:23)
https://www.youtube.com/watch?v=qeUaORrRGe8
“საკრამენტო” – “ატლანტა” 91:88 (27:20, 20:24, 25:19, 19:25)
https://www.youtube.com/watch?v=EouUFkcbeq0
“ფინიქსი” – “სან ანტონიო” 89:117 (18:25, 21:26, 30:28, 20:28)