ზედიზედ 4 გამარჯვება და 2 ნაბიჯი მიზნამდე – ასეთია ჰაცუ ბაშოზე მოასპარეზე ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) შედეგი, რომელიც სეკივაკეს წოდების მოპოვებისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს იანვრის სუპერტურნირის 9 დღის თავზე მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა, მას შემდეგ კი, მიჯრით ოთხ მეტოქეს აჯობა და ახლა, მინიმალური უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) აქვს – 6 მოგება, 7 მარცხი.
დასავლეთის კომუსუბის ტიტულის მქონე ქართველმა სეკიტორმა ამჯერად დასავლეთის მე-3 მაეგაშირა კაისეის აჯობა. ბრაზილიელთან შეხვედრაში ლევანის უპირატესობა აშკარა გახლდათ. გორგაძემ სამხრეთამერიკელი დოჰიოს კიდესთან მიმწყვდია და იორიკირით “გადადგა”.
ტოჩინოშინს ტოკიოში 2 ბრძოლა დარჩა ჩასატარებელი და თუკი მათ დანაკარგის გარეშე გაივლის, დიდი ალბათობით, სეკივაკეს წოდებამდე აღზევდება. ამის თქმის საფუძველს, მისი კონკურენტების სუსტი ასპარეზობა გვაძლევს.
საქმე ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოი უკვე უარყოფით ბალასზეა გასული, აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩიოძანს მაკე-კოშიმდე ერთადერთი წაგებაღა აშორებს, დასავლეთის სეკივაკე იოშიკაძეს კი მინიმალური დადებითი ბალანსი აქვს.
ჰაცუ ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ამინიშიკი იქნება, რომლის აქტივშიც 5 გამარჯვებაა.
მიზანთან ახლოსაა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც 6 მარცხის ფონზე მე-7 გამარჯვება იზეიმა და თუკი მომდევნო 2 შერკინებიდან ერთს მაინც მოიგებს, დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებას უკეთეს პოზიციაზე გაცვლის.
გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ტაკეკაძე ოშიტაოშით დაჯაბნა, მისი შემდეგი მეტოქე კი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ამურუ (რუსი ნიკოლაი ივანოვი) იქნება. ამ უკანასკნელს წაფორხილების უფლება აღარ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ჰაცუ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა ოძეკი კოტოშოგიკუმ, რაც მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ ჩინებულად გამოიყენა. ახლა, ჰაკუჰოს და კოტოშოგიკუს მონაგარი 12-12 მოგებაა და დიდი ალბათობით, “იმპერატორის თასისთვის” სწორედ ეს სეკიტორები იბრძოლებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარემ აგერ ჩემი მეზობელი წაიყვანეთ როსელ, 2 მეტრაზე მეტია მაინც სიმაღლეში და გრძელი ხელები აქვს....არ გააწყალეს გული კაცო
ვიცი აგენის ამბავი, საბოლოო ჯამში ვალდესზე დებილს მოიყვანენ
ჩინგრინსკი დაიბრუნეთ და კარში ჩააყენეთ
ამათმა რომ არ განერვიულონ ისე ხომ არ შეუძლიათ.
ისე იზავენ ვალდესი გაგვიხდება სანატრელი.
ტერ შტეგენი მოიყვანეთ---ვის რად გინდათ 30წლის განუვითარებელი მეკარე
არ გაუშვებენ ვალდესს არააააა
an espaneli an dzadzamiavo
.
an espaneli an dzadzamiavo
.
დღეს ლაციო-იუვეა რატომ არაფერს წერთ წინასამატჩოდ?!
ეს მალიორკაში ძაან მაგარი იყო და ზოგადად არ არის ცუდი მეკარე!! პროსტა ვალენსიაში ვერ ითამაშა.
ისე გუაიტა კაი ვარიანტია, ვალენსიას დიეგო ალვეშიც კარგი მეკარე ყავს და ცოტა მაყუთსაც გააკეთებენ.
მაღირსეთ ნორმალური მეკარე
შტეგენი თუარ მყოავთ,მართლა ამ რეინას მოყვანას მაინც ვალდესის დარჩენა ჯობს
ან ტერ შტეგენი ანდა დარჩეს ვალდესი
კაი ვეტყვი და დატოვებენ ვალდესს

და გამოადგება ბარსელონას ეს მეკარე 44 გოლი აქვს გაშვებული წელს