ჩოგბურთი

12:05 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას მე-600 გამარჯვება

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ერთეულთა თანრიგში კარიერაში მეექვსასე შეხვედრა მოიგო. შარაპოვამ “ავსტრალიის ღია პირველობის” 1/16-ფინალში ამერიკელი ლორინ დევისი 6:1, 6:7, 6:0 დაამარცხა.

მოქმედ ჩოგბურელებს შორის შარაპოვა მეოთხეა, ვისაც 600 შეხვედრა მოუგია: ელენა იანკოვიცი (612 მოგება), ვინუს უილიამსი (711), სერენა უილიამსი (739).

რუსის და ამერიკელის შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მარიამ 16 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

1/8-ფინალში შარაპოვა ბელინდა ბენჩიჩს შეხვდება.

0.117321