ფეხბურთი

11:17 | 22.01.2016 | ნანახია 3802 - ჯერ

გურამ კაშია – ეგზოტიკური მცველი მოკრძალებული “ვიტესიდან”

ცნობილი რუსული ინტერნეტპორტალი championat.com-ი სპეციალურ სტატიას აქვეყნებს იმ 10 ფეხბურთელის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, კარიერა უახლოეს მომავალში რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელონ. მათ შორის მოხვდა არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც. გამოცემა წერს, გასაკვირია, კაშია აქამდე მოკრძალებულ “ვიტესში” როგორ გაჩერდაო...

“კარგი მცველი ჰოლანდიის ჩემპიონატიდან – ეგზოტიკური. მაღალი დონის ჩემპიონატებიდან ყურადღებას რომ არ აქცევენ, ეს გურამ კაშიას დაუფასებლობას ნიშნავს. თავისი განვლილი კარიერის განმავლობაში უკვე აჩვენა და დაამტკიცა, რომ მაღალი დონეზე თამაში შეუძლია.

კაშია “ვიტესში” თანამემამულე მერაბ ჟორდანიამ მიიყვანა და მას შემდგომ იგი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა. გასული წლის აგვისტოს თვეში კი ერედივიზიონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. კაშიას ბევრი პლუსები აქვს – ფიზიკურად ძლიერია და სტანდარტულებისას კარგად თამაშობს. შესწევს თამაშის წაკითხვის კარგი უნარი, მწვრთნელების დავალებების შესრულება ადვილად შეუძლია. ამის ფონზე გასაკვირია, რომ კაშია ჯერ კიდევ მოკრძალებულ “ვიტესში” თამაშობს”, - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.

გურამ კაშია “ვიტესში” 2011 წლის ზამთარში გადაბარგდა და მას მერე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. მიმდინარე სეზონიც გურამმა დამაჯერებლად დაიწყო და ერედივიზიონის 14 მატჩში 3 გოლის გატანასთან ერთად ორჯერ საგოლე პასის შეასრულებაც მოახერხა. თუმცა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული სასტარტოში მოულოდნელად ადგილი დაკარგა და კუთვნილი ადგილის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს...


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:39 | 23.01.2016
deqstera_best_7 (1964)

მართლა არარის ცუდი მცველი, უბრალოდ გაჩერდა ერთდონეზე და მაგ დროს პროგრესს თუ არგანიცდი რეგრესი გეწყება რაც ამ შემთხვევაში კაშიას აქვს!! რეალურად თუ წავიდა თუნდაც რუსეთში შეიძლება უკეთ ათამაშდეს!!
მემგონი ყველა ვთანხმდებით რო დონით რუსეთის ჩემპიონატი ჰოლანდიისას აღემატება, და რუსეთში ჩარჩება თუ ჰოლანდიიდან არწავა არსად რა მნიშვნელობა აქვს?? არჯობია უკეთეს ჩემპიონატში იყოს??

მაგრამ ეს დღეის გადმოსახედიდან, მომავალში კი თუ ჰოლანდიაში დარჩა, გახოკიძის არიყოს დიდი სანაცნობო ეყოლება და ქართველი ახალგაზრდების ჰოლანდიაში წაყვანა უფრო გაუიოლდება!!

01:15 | 23.01.2016
GOMAKO-AC MILAN (1064)

ძალიან სუსტი მცველია,არასდროს მომწონდა,ერთი-ერთზე თავდასხმელის წინააღმდეგ ყოველთვის დირკაა,პოზიციას არასწორად ირჩევს,ერთადერთი პლუსი თავზე მოდის,მთელ თამაში შეიძლება კარგად ჩაატაროს მაგრამ ერთს ისეთს მიქარავს მტრისას გუნდს ღუპავს...იმიტომაც დასვეს ზამენაზე ვიტესში,კაპიტნობიდან ჩამოალარაბონტეს...ქართველია და წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ როგორც ლობჟანიძეა ნაკრებიდან მოსაშორებელი ისევეა ეს,უბრალოდ დოღლიგის მცველებზე გამოცდილია და მაგიტო ხიზანასავით ესეც შეგვაბერდება ნაკრებში

22:48 | 22.01.2016
gigzi (605)

მეგობრებო დავუდგეთ ზესტაფონს გვერდით...
ვის გახსოვთ ეს გუნდი? იგივე დღეში არ ჩავარდეს ზესტა ... არ დავუშვათ
0?'>https://www.youtube.com/watch?v=ayS0RtvnwC8':'>https://www.youtube.com/watch?v=ayS0RtvnwC8'))
როგორ მიყვარდა ეს გუნდი

შენ ყველაზე მაგარო! შენ ყველაზე ჯიგარო !
ეს უბრალოდ ამერიაა!

22:40 | 22.01.2016
levani82 (41682)

BEERTRANCE

ასათიანმა უფრო ითამაშა

21:19 | 22.01.2016
levani82 (41682)

BEERTRANCE

ასათიანმა უფრო ითამაშა

20:04 | 22.01.2016
Shevche (15054)

როგორც მცველი, გეთანხმებით, რომ არ არის საიმედო.
მაგრამ ჩამშლელად კიდევ უფრო უარესია. რამდენჯერაც მანდ დააყენეს ნაკრებში, ტიპი არ ჩანდა, ვერ ვიგებდი ხოლმე თუ იყო მოედანზე.
ამის მთავარი პლიუსი არის საჰაერო ორთაბრძოლები. მეორე სართულზე ნამდვილად იცის თამასი და სტანდარტულების დროს, განსაკუთრებით, კუთხურებზე სახიფათოა. რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად კვირკველიაზე. როგორც დამცველი ბევრად საიმედოა, მარა კუთხურებზე და სტანდარტებზე უფრო მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს.

18:57 | 22.01.2016
alcantara___ (13618)

ძაან ლოხი მცველია ჩამშლელად ბევრად პროდუქტიულია და რუსეთის ჩემპიონატი არ ჩამოუვარდება ჰოლანდიას თუ არ აღემატება ვიდიჩმა მაქედან არ დაიწყო? ხასიათი და მიდგომა არის სწორი საჭირო და ყველგან ითამაშებ

კაშია ესეც ეხლა გამოიყვანეს ტოპ მცველი

19:24 | 22.01.2016
CR7NOLE (15561)

გეთანხმები... ამის ხეირი მე არ მინახავს

18:25 | 22.01.2016
ssll (1520)

არადა მაგარი დირკაა..მაგრამ რუსეთში უფრო გაქაჩავს მგონია..

16:51 | 22.01.2016
maestro10 (13745)

Giga ..
vidichi
ivanovichi

16:29 | 22.01.2016
სავაშა__ (6590)

ეგ ერთი მაგას საღორეთი კი არა რუსეთი ჰქვია. ეგ ერთი და მეორეც, ჰოლანდიის ჩემპიონატში იმის 10 პროცენტი მცველიც ვერ გახდება როგორიც რუსეთის პრემიერლიგაში. კი არადა "საღორეთში" კაცო, რამ გამომაშტერა))))

16:42 | 22.01.2016
BEERTRANCE (97819)

1 მანახე რომელი ფეხბურთელი გაიქაჩა საღორეთში, 1 კვირკველია ვარგა და თუ დროზე არ წავიდა ანანიძე ასათიანს დამართებენ

17:19 | 22.01.2016
Levan911 (2406)

ასათიანი რატოა ვითომ რუსების ჩაძირული? ან გინდაც ანანიძე? წასულიყვნენ დროულად თავად მაგრამ რუსეთში რო ხელფასებია ისეთს ალბათ არსად გადაუხდიან და დათმობა ენანებათ.

17:39 | 22.01.2016
BEERTRANCE (97819)

მერე მაგას ვამბობ ზუსტად, ჩარჩენ საღორეთში და მორჩა. ვერ მიდიან არ მიდიან იქიდან რაში მაინტერესებს.

16:41 | 22.01.2016
BEERTRANCE (97819)

საღორეთია ზუსტადაც. იმიტომ რაც კი მარაზმები მენაგვიობა და ღორობა გვაქვს ქართველებს მაგათგან აღებულია.

16:05 | 22.01.2016
Levan911 (2406)

ვიტესის ზამენაზე ჯდომას ნამდვილად სჯობს რუსეთში თამაში. იმედია ან სასწრაფოდ მოაგვარებს ამ პრობლემას ან წავა სადმე. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ შესარჩევში ფაქტობრივად ერთი ცენტრაური მცველის იმედად ვრჩებით 3 მცველიან ტაქტიკაში. ცხადაძე რამ მოგაფიქრა ეგ ჰაააა????

13:19 | 22.01.2016
lurji (13)

Moumate Da chelsi wagiyvans

11:32 | 22.01.2016
BEERTRANCE (97819)

ეგღა გვაკლდა რო ეგეც საღორეთში გადავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115447