საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის მიერ 2015 წლის 31 მაისს, მილანის “ინტერის” კარში გატანილი გოლი, ინტერნეტპორტალ empolichannel.it-ს “ემპოლის” 2015 წლის საუკეთესო გოლებს შორის ჰყავდა წარდგენილი.
საბოლოო შედეგების მიხედვით, 25 წლის ქართველი ფორვარდის გოლმა ხმათა მხოლოდ 6% დააგროვა და ოდენ მე-6 ადგილს დასჯერდა, თუმცა თავისთავად წლის გოლებს შორის რომ მოხვდა, ესეც ერთგვარ აღიარებას ნიშნავს.
საერთო ჯამში, მჭედლიძემ “ემპოლის” რიგებში 2015 წელს 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. ლევანმა ბოლოს მოედანზე გასვლა სექტემბერში მოახერხა და მას შემდგომ ტრავმიანობის გამო არ უთამაშია.
ნომინირებული გოლის ნახვა აქვე, მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ: (წლის მე-6 გოლი იხილეთ 00:35 წუთიდან)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!
კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.
მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))
რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))