გუშინ, ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩების პირველი შეხვედრები გაიმართა.
დავით ჯოჯუამ და ლელა ჯავახიშვილმა დიდი გართულებების გარეშე ყაიმით დაასრულეს შეხვედრა. საინტერესოდ წარიმართა თორნიკე სანიკიძის და მერაბ გაგუნაშვილის პარტია.
ლაზიერის გამბიტში თეთრებმა თავიდანვე სასიამოვნო პოზიცია მიიღეს და მე-17 სვლაზე ლაზიერების გაცვლით უკეთეს ენდშპილში გადავიდნენ, სადაც მეტოქე დამაჯერებლად გადაითამაშეს.
22 იანვარს მონაწილეები ნახევარფინალური შეხვედრების მეორე – გადამწყვეტ პარტიებს ითამაშებენ.
ნახევარფინალში გასული მოჭადრაკეებისათვის დაწესებულია შემდეგი საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 6 000 ლარი+ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი
II ადგილი – 4 500 ლარი+ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი
III ადგილი – 3 500 ლარი+ფედერაციის გრანტი 500 ლარი
IV ადგილი – 2 500 ლარი