კალათბურთი

1:14 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლასმე ტურის მოთამაშედ აღიარეს

სტამბოლის “გალათასარაის” ფორვარდი სტეფან ლასმე ევროთასის მე-2 ჯგუფური რაუნდის მე-3 ტურის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გასულ ტურში თურქულმა გრანდმა უნგრული “შოლნოკი” 87:59 გაანადგურა, ლასმემ კი 20 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია.

საუკეთესოთა სამეულში ასევე მოხვდნენ ჯულიან რაიტი იტალიური “ტრენტოდან” და ლასმეს თანაგუნდელი ბლეიკ შლიბი. მათი კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159054